ახალი სამაგისტრო პროგრამა ქართული უნივერსიტეტებისთვის

   საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შტაინბაის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვერნარ ფაიქსი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი დოქტორი ევა კროდელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ბიზნეს – სამართლის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებას ისახავდა მიზნად. სამუშაო შეხვედრაზე ვერნარ ფაიქსმა პროექტის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ითანამშრომლოს, რათა მსგავსი პროგრამის დაარსება ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს შესაძლებელი. მხარეები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა მეტად უფრო გაღრმავდება და ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, არჩევანი კიდევ ერთ, მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები