ცეცხლში გახვეული პარიზი (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის დედაქალაქში მეტალის ჯოხებითა და ნაჯახებით შეიარაღებული ახალგაზრდა ნიღბიანი ადამიანები უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი უკმაყოფილება ნავთობზე ფასის ზრდამ გამოიწვია.
ცვლილებების მოწინააღმდეგე მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და მანქანებს და შენობებს ცეცხლი წაუკიდა. გასული უქმე დღეები პარიზელებს უკანასკნელი წლების მანძილზე როგორც ყველაზე უმართავი საზოგადოებრივი ბუნტი, ისე დაამახსოვრდებათ.
ცნობისთვის, საფრანგეთის ხელისუფლება 2019 წლისთვის გეგმავს დიზელის ფასის 6.5 %-ით, ბენზინის კი – 2.9 %-ით გაზრდას. ხელისუფლების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ერთგვარი მოტივაცია უნდა იყოს, რომ მათ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობაზე გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები