ამირან სალუქვაძე: სასწაული ამბებია, მერკელის ახალი თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა
ანგელა მერკელის ახალი თვითმფრინავი აფრენიდან 1,5 საათში, ნიდერლანდების საჰაერო სივრციდან უკან მობრუნდა და ავარიულად, საწვავით სავსე ავზებით, კიოლნში დაჯდა, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, მერკელმა სათადარიგო ლაინერი გამოიძახა, რომელიც ასევე გაუმართავი აღმოჩნდა და კანცლერს G20-ის სამიტზე გამგზავრება არგენტინაში ჩვეულებრივი სამგზავრო რეისით მოუწია, რის გამოც გამოტოვებს გახსნის ცერემონიალს და პირველ დღეს.
“სასწაული ამბებია.
ანგელა მერკელის ახალი თვითმფრინავი აფრენიდან 1,5 საათში, ნიდერლანდების საჰაერო სივრციდან უკან მობრუნდა და ავარიულად, საწვავით სავსე ავზებით, კიოლნში დაჯდა, როგორც ამბობენ, არც ისე რბილად და სავსე ბაკებით. ელექტრონიკის პრობლემებზე ვრცელდება ინფორმაცია.
ანგელამ სათადარიგო ლაინერი გამოიძახა, რომელიც ასევე გაუმართავი აღმოჩნდა და კანცლერს G20-ის სამიტზე გამგზავრება არგენტინაში ჩვეულებრივი სამგზავრო რეისით მოუწია, რის გამოც გამოტოვებს გახსნის ცერემონიალს და პირველ დღეს.
ჯარში რომ პრობლემები იყო, ვიცოდი, მაგრამ კანცლერის ავიაპარკის ასეთი მდგომარეობა?
სხვა რა ხდება?
როგორც გუშინ დავწერე, ქერჩის ინციდენტის გამო ტრამპმა არგენტინაში შეხვედრაზე პუტინს უარი უთხრა.
რუსები ავრცელებენ, ტრამპს ახალი პრობლემები აქვს ძველი გამოძიებების გამო.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო ადგილობრივი არჩევნები გადაიდო.
აშშ-ში რუსეთის ელჩ ანტონოვს ამერიკის მიერ შემოთავაზებული “სნვ-3”-ის ახალი პირობები არ მოეწონა.
ევროკომისარ მოგერინის თანაშემწემ ნატალია ტოჩიმ ევროპას რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა. კერძოდ, მინსკთანაა მიბმული და არ მუშაობს, ადამიანის უფლებების დარღვევებს და სხვა პარამეტრებს მივაბათო.
ორი კორეა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს.
საუდის არაბეთი ამერიკისგან ანტისარაკეტო სისტემა “ტაადს” შეიძენს. კონტრაქტის მოცულობა 15 მლრდ დოლარს შეადგენს.
აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო
დღეს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტი იწყება. მივადევნოთ თვალი”, – წერს ამირან სალუქვაძე.