ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“კვირას” ინფორმაციით, ქალაქის შესასვლელში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.
შემთხვევისას ავტომობილში სამი ადამიანი იჯდა, მიღებული ტრავმების შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი დაშავდა. ისინი ბორჯომის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები