ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარი იყო
ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო სამსახური, ამ წუთებში ადგილზე იმყოფება, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.