კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მარიკა კვალიაშვილს დაბადების დღე მიულოცა

კომპოზიტორი,საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერს მარიკა კვალიაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. მას 7 მაისს 88 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მარიკა კვალიაშვილს დაბადების დღე პირადად მიულოცა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
მარიკა კვალიაშვილი მრავალი საბავშვო, საესტრადო სიმღერების და საგუნდო ნაწარმოების ავტორია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადამიანის, წლის საუკეთესო პედაგოგისა და წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის) წოდებები. 2010 წელს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები