პაკისტანის თავდაცვის მინისტრი: პაკისტანი ცდილობს, რომ ინდოეთთან სრულმასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამედ ასიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის ბოლო თავდასხმა ორ მეზობელს შორის კონფლიქტის გაფართოებას წარმოადგენს, თუმცა ისლამაბადი ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ომი.

„ინდოეთმა საერთაშორისო საზღვარი გადაკვეთა. ეს არის ცალსახა დარღვევა და კონფლიქტის გაფართოებისა და შესაძლოა, რეგიონისთვის გაცილებით ფართო და გაცილებით საშიშ რამედ გადაქცევის მოწვევა“, – აღნიშნა პაკისტანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მანვე დასძინა, რომ პაკისტანის სამხედრო ძალები „სრული ომისთვის“ ემზადებიან მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მიმდინარე კვირაში „ფსონები“ გაზარდა.

„შემდეგ რაც მოხდება, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ სრული ომისთვის. აბსოლუტურად ეჭვგარეშეა, რადგან ინდოეთი ზრდის ამ კონფლიქტის ინტენსივობას, ფსონებს“, – აღნიშნა ასიფმა.

შეგახსენებთ, 7 მაისს, ღამე, ინდოეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან პაკისტანის ცხრა „ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე“ მიიტანეს იერიში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები