შავი კვამლი – კარდინალებმა კონკლავის პირველ დღეს ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს

ვატიკანში, კონკლავის პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა კონკლავის პირველ დღეს ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.

კარდინალები კვლავ სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც ხმის მიცემის მეორე დღის დაწყებამდე იზოლირებულად დარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები