ხობში ავარიის შედეგად 25 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
ავარიის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.