პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა,“- ამის შესახებ ინფორმაციას, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან ხარაბაძეს დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია ეკავა. მას სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
წლების განმავლობაში ის იყო გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.