საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში, თვითმმართველობის წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

„მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, ფულადი ჯილდო და მადლობის ბარათები სამ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს გადასცეს – როგორც ოლიმპიურ, ასევე არაოლიმპიურ სახეობაში,”- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი ჯილდო , ევროპის ვიცე-ჩემპიონს ძალოსნობაში, გოდერძი ბერდელიძეს – 5 000 ლარი, მწვრთნელ გიორგი გაბრიჭიძეს – 2 500 ლარი გადაეცათ.

„აკაკი ქემერტელიძე, ევროპის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში – 3 000 ლარი, მწვრთნელი ზაქარია ჭიტაძე – 1 500 ლარი;

ირაკლი ტალახაძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბრძოლო სამბოში – 1 500 ლარი, მწვრთნელი სოსლან იაკობაშვილი – 750 ლარი;

მერის პირველმა მოადგილე ოთარ ომიაძემ და საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე მარინა კაციტაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადეს და მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვეს.

ლევან ივანაშვილმა ქ. საჩხერეში სპორტის სასახლეზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს დასრულდება, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში სასპორტო სკოლისა და ლაშა ტალახაძის ძალოსნობის დარბაზის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები