პოეზიის დღე და ორი საიუბილეო თარიღი

ათ წელზე მეტია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 7 მაისს პოეზიის დღე აღინიშნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 2025 წლის 7 მაისის საღამო ორ საიუბილეო თარიღს აერთიანებდა – პოეზიის დღის დაარსებიდან 105 წელს და სახალხო პოეტ იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან 105 წელს.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა.
საღამო გაიხსნა თამარ ნონეშვილის კერამიკული ნამუშევრებისა და ხელკაზმების გამოფენით – „ყვავილების მეჯლისი“.
„ყვავილების მეჯლისი“ თამარ ნონეშვილის პირველი პერსონალური გამოფენაა. თამარს იცნობენ, როგორც ფრანგული ენის პედაგოგს, მთარგმნელს, ფრანკოფონს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი გატაცების შესახებ – ჰობი, რომელიც ბოლო 5 წელია მეორე პროფესიად იქცა. ფერებსა და ფორმებში ასახული პოეზია სახალხო პოეტ იოსებ ნონეშვილის გახსენებით გაგრძელდა.
საღამოზე იოსებ ნონეშვილის ამღერებული ლექსები გაჟღერდა. მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს უკვე კარგად ცნობილი სიმღერები, შემსრულებლები და სამშობლოსა და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული პოეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები