შალვა პაპუაშვილი: დღემდე განცხადება არ გაუკეთებია შვედეთის საელჩოს, როცა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოცვა-ჟლეტისკენ მოგვიწოდებდა, „მაიდანი“ სხვა არაფერია, როგორც არ უნდა შეფუთონ ის
დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია შვედეთის საელჩოს და ხელისუფლებას, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოცვა-ჟლეტისკენ მოგვიწოდებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „მაიდანი“ სხვა არაფერი არ არის ვიდრე ხოცვა-ჟლეტა, როგორც არ უნდა შეფუთონ ის“.
„საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ადამიანების რაოდენობა ვინც გამოდის, უკვე რამდენიმე ათეულია. მიილია ის მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა იმ ძალადობრივ აქციებს, რომლის მოწმენიც ჩვენ ვიყავით დეკემბერში. ვფიქრობ, რომ ბევრი რაციონალურად აფასებს რასთან გვაქვს საქმე. არ დაგვავიწყდეს სად არის ამ ყველაფრის ძირი. არის ცრუ ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არ დავივიწყოთ. 27 ოქტომბერს, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა განიცადა ფრუსტრაცია, რადგან უცხოელებმა მისცეს არარეალისტური იმედები, ქართველებისგან არარეალურ იმედებს შეჩვეულები რაიან.
მთავარი იმედგაცრუება იყო, რომ ზოგიერთი ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლიტიკოსები ჰპირდებოდნენ მათ აქციებზე გამოსვლით, რომ მათი არჩეული პარტია გაიმარჯვებდა და მიხვდნენ, რომ ეს საბოლოო ჯამში იყო ტყუილი.
შემდეგ, ამ დიპლომატებმა, ელჩებმა და ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნაცვლად იმისა, რომ რაციონალური აზროვნებისთვის ხელი შეეწყოთ, ადგნენ და კიდევ უფრო გაუღვივეს, ისტერიაში ჩააგდეს, ნაპერწკალზე ნავთი მიუსხეს.
გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში და მოუწოდებდა “მაიდნისკენ”. დღემდე, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია შვედეთის საელჩოს და ხელისუფლებას, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოცვა-ჟლეტისკენ მოგვიწოდებდა. „მაიდანი“ სხვა არაფერი არ არის ვიდრე ხოცვა-ჟლეტა, როგორც არ უნდა შეფუთონ ის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.