გიგა ლაპიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

9 მაისს, 18.00 საათზე, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელობის სამხატვრო სახელოსნოში გიგა ლაპიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე მხატვარი წარმოადგენს 2023-2025 წლებში, პორტრეტისა და ნიუს ჟანრში შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს.
ნამუშევრებში გაერთიანებულია ტრადიციული ფერწერის მეთოდი და გიგა ლაპიაშვილის საავტორო თამამი და სპონტანური მანერა. სპონტანურია ტიპაჟების ინტერპრეტაციაც: უშუალო გამოხედვით ან მიმიკით მომენტალურად გახსნილი ხასიათი. ისეთივე კონტაქტური, როგორც მათი ავტორი.
9 მაისი დიდი ქართველი სცენოგრაფის, თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის სახელოსნოს ფუძემდებლის, ფარნაოზ ლაპიაშვილის (1917-1994) დაბადების დღეა.
გამოფენა მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება.
მისამართი: ფარნაოზ ლაპიაშვილის ქ. №1 (ფიქრის გორა. სამხატვრო აკადემიის II კორპუსი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები