ირაკლი კაკაბაძე: „ნაცებს“ საკუთარმა ნაქირავებმა ეგზიტპოლ კომპანიამ 10%-იანი წაგება დაუწერა და მაინც არ ეშვებიან „რევოლუციურ სცენარს“

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„ნაცებს“ საკუთარმა ნაქირავებმა ეგზიტპოლ კომპანიამ 10%-იანი წაგება დაუწერა და მაინც არ ეშვებიან „რევოლუციურ სცენარს“ – სამწუხაროდ შესაძლოა ჩემი წინასწარ ნათქვამი გამართლდა და ფსბ-ს გეგმა არეულობის შექმნაზე იწყებს მოქმედებას. ახლა ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული დაუშვებს თუ არა ამას. სააკაშვილმა და ფსბ-მ უკვე დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. იმედია, გრიგოლ ვაშაძე მეტ common sense-ს გამოიჩენს.
ისე, ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა: საქართველომ ქალბატონი აირჩია პრეზიდენტად! ბრავო!”, – წერს ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები