ნიკა გვარამია: ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, “ლეიბორისტების”, “გირჩის” და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცა ხმა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება და “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, “ლეიბორისტების”, “გირჩის” და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცეს ხმა. “ევროპულმა საქართველომ” – მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს.
ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი.
ყოჩაღ სამივე პარტიას. გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია. პრაქტიკულად, თქვენი ღალატის და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ქვეყნის მოღალატის არჩევა. კარგია, გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი ტრაკი”, – წერს ნიკა გვარამია.
ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, Gallup-ის ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%.
აღნიშნული შედეგები 18:00 საათის შედეგად დათვლილია მონაცემებია.
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გამოაქვეყნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %. აღნიშნული მონაცემები 17:00 საათის მონაცემებია. კვლევა „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.