შალვა ოგბაიძე: საქართველომ „ნაციონალური“ სახადი ქუნთრუშასავით მოიხადა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
„ძალიან დეკვალიფიცირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები. აღარ ჭრის მიკროფონით და ტელეკამერით მიჭრა და ჩვენი თანამოქალაქეების დატერორება, აღარ ჭრის უადგილო კითხვები („აქ რას აკეთებთ“, „რომელ პარტიას აძლევთ ხმას“, „რა სიები გაქვთ“ და ა.შ.). ვეღარ „კაჩაობენ“ საარჩევნო უბნებში, უფრო მეტიც, თავის მხარდამჭერი „კარგი ბიჭები“ რომ ჰგონიათ, მართლა წესიერი ბიჭები არიან და მათი შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით მთავრდება, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა და ერთი საქართველო გვაქვს. საქართველომ ქუნთრუშასავით მოიხადა „ნაციონალური“ სახადი, აცრილია და ეს დაავადება, რასაც „ნაციონალური ჭირი” ჰქვია, აღარასოდეს შეეყრება. მიშა და გრიშა, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!“, – წერს შალვა ოგბაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები