ცესკოს 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია და 12:00 საათისთვის 19.6%-ს შეადგენს, პირველ ტურში კი 15.95%-იყო.

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებულ მოქალაქეთა 25%-მა  საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ის ხულოში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე 14% გამოცხადდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საარჩევნო უბნებზე თითოეულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები