„ქოცები“ არიანო” – გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში მოსახლეობის პარტიული ნიშნით დაყოფაში ადანაშაულებენ(ვიდეო)

ქუთაისის 22 -ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. ამომრჩევლების ინფორმაციით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ცდილობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს.
„პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიული ნიშნით ყოფს ახლავე ხალხს და ირონიით ამბობს, „ქოცები“ არიანო? კარი რომ გაიღო და შემოდიოდა, გამოვეცალე, კაცს ფეხებში ხომ არ ჩავუვარდებოდი? მე და ჩემი შვილი გამოვეცალეთ. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოტრიალდა და ირონიულად, ხმამაღლა თქვა: „ქოცები არიანო“? ამის შემდეგ, დაცვა გამოიწია და ჩაერია.
ეგ არის პრეზიდენტობის კანდიდატი? მაგან უნდა გააერთიანოს საქართველო? ეგ არის მაგათი პარტიული ცხოვრების წესი და აგრესია“, – აცხადებს ქუთაისის 22 -ე უბნის ერთ-ერთი ამომრჩეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები