ავიაკომპანია Wizz Air „ჰაბჯორჯიას“ პასუხობს

ავიაკომპანია Wizz Air „ჰაბჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ავიაკომპანია Wizz Air „ჰაბჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანხმად, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს, სპეკულაციად აფასებს.
„Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს.
Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისათვის, დღესვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები