ჩვენ რუსული ჯარების საფრთხისგან თავისუფალი ვართ-რას აცხადებდა გიორგი ვაშაძე 2014 წელს (ვიდეო)

რუსული ჯარები რა თქმა უნდა, საფრთხეს ქმნის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ საფრთხისგან თავისუფალი ვართ,- აღნიშნული განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსს გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის, რომელიც მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” 2014 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში მომხდარი რევოლუციის დროს გააკეთა.
როგორც ვაშაძე აცხდებდა, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა 10 წლის მანძილზე არის ის, რომ საქართველოში რუსული ჯარი წარმოდგენილი აღარ არის.
” საფრთხეს რა თქმა უნდა ქმნის რუსული ჯარები, რომლებიც განლაგებული არის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდი საფრთხეა.
და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ (საქართველო) მაგალითად ამ საფრთხისგან თავისუფალი ვართ და სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც საქართველოს აქვს გასული 10 წლის მანძილზე, არის ის, რომ საქართველოში რუსული ჯარი აღარ არის წარმოდგენილი”,-განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში სტუმრობისას.
გადაცემის ფრაგმენტი, სადაც ვაშაძე აღნიშნულ განცხადებას აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები