ეკა ბესელია: დიდი ხანია, „ნაცმოძრაობა“ არ მალავს, რომ რევანშისთვის ემზადება

0

„დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ რევანშისთვის ემზადება. რევოლუციური და ძალადობრივი გზით არეულობებისთვის ემზადებიან, რომ როგორმე საკუთარი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
ეკა ბესელია გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგის ვიტალი შკლიაროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის მოსაზრებებში რევოლუციის პირდაპირი გზავნილი ჩანს.
„დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ რევანშისთვის ემზადება. რევოლუციური და ძალადობრივი გზით არეულობებისთვის ემზადებიან, რომ როგორმე საკუთარი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ. გვარამია-სააკაშვილის საუბრები გაიხსენეთ, რაც მათი პირდაპირი ხელწერაა. ქვეტექსტით და მის გარეშე აღარ მალავენ, რომ რევანშისთვის ემზადებიან. ეს არ არის ხატოვანი შედარება, განცხადებაში პირდაპირი გზავნილი იკითხება. ამაზე მთავარი პასუხი მეორე ტურში მოქალაქეების გაბედული პასუხი უნდა იყოს”, – განაცხადა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა – „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“.
შკლიაროვი აღნიშნავს: „არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“.

კომენტარები

კომენტარი