ირმა ინაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის ლიდერები გააკრიტიკა: დაგივლით სათითაოდ სულ ყველას!(ვიდეო)

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მწვავედ გააკრიტიკა.
“მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად, მორალურად და ზნეობრივად. თქვენ მაინც არ გაქვთ ზნეობა, დაცლილი ხართ ამ ყველაფრისგან. ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი „ტიტუშკების“ არავის ეშინია. არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან დედას რომ იგინება. დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ. დედიან-მამიანად სულ ყველას“, – მიმართა ირმა ინაშვილმა მათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები