ავთო ცინცაძე: გრიგოლ ვაშაძის განცხადება სპორტული სამყაროს შეურაცხყოფაა

გრიგოლ ვაშაძის განცხადება სპორტსმენების და სპორტული სამყაროს შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ განცხადებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, როგორც 400-ლარიან პენსიას. როგორ შეიძლება ეს აღვიქვათ სერიოზულად, როცა პრეზიდენტის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ბიუჯეტის დაგეგმვა, კორექტირება. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. რა არის იცით, ცუდი? ის, რომ ამაზე ადამიანი საუბრობ, რომ, თურმე ,სპორტის ბიუჯეტი არის ფუფუნება. ფუფუნება იცით, რა არის? როცა სავარძლებში დავსხდებით და ჩვენი წარმატებული სპორტსმენების წარმატებას ვუყურებთ. მისი განცხადება სპორტსმენების და სპორტული სამყაროს შეურაცხყოფაა. სპორტსმენების წარმატება საყურებლად ძალიან ადვილია , მაგრამ ამ წარმატების უკან რამდენი შრომაა ჩადებული, ამის არ დაფასება, და თქმა რომ ამას ბიუჯეტი უნდა დავაკლოთ, ეს არის სპორტის სამყაროს შეურაცხყოფა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს განვითარებად ქვეყნებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაში ჩადონ ფინანსები“- განაცხადა ცინცაძემ. მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სპორტი დეპოლიტიზებულია.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა.
“ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები, რომლებიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვონ. დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების – წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ”, – თქვა ვაშაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები