“ხმას დაუწიე” – პარლამენტში ბესელია და ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ცხარე კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხს მოჰყვა.
„პარლამენტი ვერ შეუთავსებს მართლმსაჯულების ფუნქციას. პოლიტიკურმა ორგანომ უნდა დაიჭიროს ხალხი და მათ უნდა გამოიტანონ განაჩენი? ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთი აღრევა ხდება. სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს და მან უნდა გასცეს პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს ველოდებით. მათ უნდა თქვან, ვინ არის მკვლელი და ვინ არ არის. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების? ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას აღნიშნულ განცხადებას “ევროპული საქართველის” ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.
“რა აღრევებზე საუბრობთ?! კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. ერთი წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა?! ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს-მეთქი. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბებულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. არ გინდათ დემაგოგია. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. რაზე ლაპარაკობთ?!“, – მიმართა ხოშტარიამ ბესელიას.
საპასუხოდ ბესელიამ ხოშტარიას შემდეგნაირად მიმართა: “ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები