ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის კანონპროექტის ინიცირებას აპირებს

“ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
კობერიძე კოლეგა-დეპუტატებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ – მივმართავ კოლეგა-დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, – წერს ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები