აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ბორდერიზაციას სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.
„მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები