სოფო კილაძე ატოცის ინციდენტზე- ეს უზნეობა როდის უნდა დაასრულონ ამ უზნეოებმა?!

სოფელ ატოცში მომხდარ ინციდენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის გამონათქვამი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დისკრიმინაციული იყო.

“სალომე ზურაბიშვილს დღეს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა ნაციონალმა ქალმა. გამონათქვამი იყო დისკრიმინაციული და მიმართული ქალის დაკნინებისკენ! ეს უზნეობა როდის უნდა დაასრულონ ამ უზნეოებმა? ველოდები, როდის გამოეხმაურებიან გენდერულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ქალის მიმართ ასეთ დისკრიმინაციულ გამონათქვამს,-წერს კილაძე.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები