კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ჰელსინკში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას აფასებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია.
“ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები