ჯაბა ჯიშკარიანი: ძალიან ბევრი ადამიანია განაწყენებული, თუმცა ჩვენ ვართ თქვენი – ხალხის ხელისუფლება

“რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ დავიცავთ ჩვენი სისხლით და ოფლით მოპოვებულ თავისუფლებას”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა რუსთაველის თეატრთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“ჩვენ ყველამ ვიწვნიეთ ჩვენს თავზე იმ რეჟიმის ძალმომრეობის, ხელკეტისა თუ ძალადობის ხელი და ჩვენ ყველამ ერთად, ერთხმად ვუთხარით არა. თქვენ გახსოვთ ჩვენი ყველაზე ბრენდული გამონათქვამი და მე მინდა გაგახსენოთ: “მიშა ვარდები, მალე გადავარდები”. ეს იწვნია მიშამ, მიშა გადავარდა და დღესაც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ოფლით, სისხლით და ჯანმრთელობის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას და არ დავთმობთ, ერთი კაცის – სააკაშვილის და ერთი ქვეყნის – რუსეთის საკეთილდღეოდ. არ დავუშვებთ ჩვენს მშვიდობიან საქართველოში ამას, არ გავცვლით მშვიდობას არეულობაზე და იმ მიზნებზე, რაც ამ ძალას ამოძრავებს”,- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანმა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“ძალიან ბევრი ადამიანია განაწყენებული და ბევრი ადამიანია გვერდით მოტოვებული და ნაწყენი. ძალიან ბევრი კოჰაბიტირებული “ნაცი” გვყავს ჩვენ გუნდში და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ ვართ თქვენი ნების გამოძახილი, ჩვენ ვართ თქვენი ხელისუფლება, ჩვენ ვართ თქვენს ყოველდღიურ ნება-სურვილზე მორგებული მოქმედება. ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ, იმ 9 წლის ხათრით, რაც “რუსთავი 2-სა” და “ნაცმოძრაობის” ნარატივია, რომ იქცეს სირცხვილად, ჩვენთვის ეს არის საამაყო, ეს არ არის სირცხვილი. ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის თქვენი ღირსებისთვის ბრძოლა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და კულტურულად, მშვიდობიანად დავუპირისპიროთ ჩვენი დემოკრატია იმ ძალმომრეობას და სისხლისმსმელ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში კლავდა ქართველებს და საქართველოს”,- აღნიშნა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები