ირაკლი ქადაგიშვილი BM.GE – ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს
„აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა, „- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE – ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც ხედავენ, რომ ფერადი რევოლუციის ტრადიციული მეთოდებით მიზანს ვერ აღწევენ, რა თქმა უნდა მთავარი გამოწვევა, რასაც ისინი ახლა უყურებენ, არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამიტომ დღეს მთავარი სამიზნე მათთვის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გარშემო შექმნან გარკვეული დაძაბულობა. ეს არის ამ „ქართველების“ ამოცანა. თუ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაუარესდა, სოციალური ვითარება არ გაუარესდა, ამ მავნე მიზანს ისე ვერ აღწევენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, BM.GE – იმ გამოაქვეყნა „ეისითი კვლევა“ სათაურით „საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია“. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს ჩაატარა და რვაასი ადამიანი გამოჰკითხა.