მაიკ უოლცი: შეერთებულ შტატებს ნატო-ს მოკავშირეების სუბსიდირება აღარ შეუძლია

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლციმ განაცხადა, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია ნატო-ს მოკავშირეების „სუბსიდირება“ და დასძინა, რომ უკრაინის დაცვა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოს.

პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის აღსანიშნავად მიცემულ ვრცელ ინტერვიუში უოლცმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია ევროპას სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს, თუმცა ყველა დონეზე მომთხოვნი იქნება.

„33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების სუბსიდირების უფლება მისცეს, უნდა გავმიჯნოთ ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები, როგორებიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სხვები“, – განაცხადა მაიკ უოლციმ.

მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მომავალში ევროპის მეთაურობით უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის მომავალში დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა იყოს განხორციელებული და ეს ამ მოლაპარაკებების ფუნდამენტური შედეგია“, – დასძინა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები