სეულის თქმით, უკრაინასთან ბრძოლის დროს ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხრეთ კორეელი კანონმდებლების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს განლაგებულ 15 000 სამხედრო მოსამსახურიდან, დაახლოებით, 600 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

„ამ მომენტისთვის ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაღუპულებისა და დაჭრილებს რაოდენობა 4 700-ს სამხედროს შეადგენს, მათ შორის 600 დაიღუპა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთკორეელმა დეპუტატმა, ლი სონგ-კვენმა.

მისივე თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე, ომიდან ჩრდილოეთ კორეაში 2 000 ჯარისკაცი დააბრუნეს, რომლებიც ამჟამად ფხენიანსა და სხვა ადგილებში იზოლირებულები არიან.

“ომში ექვსთვიანი მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები ნაკლებად უძლური გახდა და მათი საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ისინი ახალი იარაღის გამოყენებას შეეჩვივნენ“, – განაცხადა სონგ-კვენმა.

როგორც კანონმდებელმა განაცხადა, კურსკში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ცხედრების კრემაციას ახდენდნენ, სანამ სამშობლოში დააბრუნებდნენ.

შეგახსენებთ, ფხენიანმა ამ კვირის დასაწყისში პირველად დაადასტურა, რომ ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრძანებით რუსეთის მხარეს უკრაინაში ომში საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები