საქსტატი: მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტალის ჭრილში რეკორდული მოცულობა – 826 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები