“საპროტესტო აქციების მიზანი იყო პარლამენტის შტურმით აღება და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასახავს იმ რეალობას, რისი გავლაც საქართველოს ბოლო არჩევნების შემდეგ მოუწია. ვუყურებდით, როგორ იყო საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მცდელობა და ამას როგორ მოჰყვა ე.წ. საპროტესტო აქციების აგორება”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, საპროტესტო აქციების მიზანი იყო პარლამენტის შტურმით აღება და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა.

„ხედავდით, რომ ეს ყველაფერი ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ ჩვენი მიგნება არ არის, ამაზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც ისაუბრა. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ეს დაფინანსება უკანონო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მიზანიც და პროცესიც უკანონო იყო. სუს-ის საქმიანობამაც განაპირობა, რომ საქართველოში პროცესები ამ სცენარით არ დაგვირგვინდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები