გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა პროექტში „ციფრული ინტელექტი 2025“ იღებს მონაწილეობას

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა პროექტში „ციფრული ინტელექტი 2025“ იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ ფოტო და ვიდეო გადაღებას, ვიდეო მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურასა და პროგრამირებას.

მოზარდებს ტრენინგები ჩაუტარდებათ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებითაც.

„ციფრული ინტელექტი 2025“ გორის მერიისა და ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებით 500-მდე ახალგაზრდის გადამზადებას ითვალისწინებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან სტუდია „ოქონა“, გორისა და ატენის ეპარქია, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები