„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში წერია, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
“დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, – წერია განცხადებაში.