მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია – „აკრძალული ტალღა“ გაიმართება
9 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში, საჯარო ლექცია „აკრძალული ტალღა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მთავარი სასაუბრო თემაა საბჭოთა პერიოდის აკრძალული რადიომაუწყებლობა.
მოწვეული სტუმრები – ისტორიკოსი კონსტანტინე ზ. გამსახურდია და ჟურნალისტი ვახტანგ ბახტაძე ისაუბრებენ საბჭოთა სინამდვილეში თავისუფალი სიტყვის გავრცელების სირთულეებზე, აკრძალული რადიოსადგურების ჩამოყალიბებისა და რკინის ფარდის მიღმა მათი მაუწყებლობის ისტორიაზე.
მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის 1.