სტუდენტური კლუბის პირველი აქტივობა – ფრენკ შერბაუმის ლექცია გაიმართება

5 ნოემბერს, 15:00 საათზე,  გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს  სასწავლებელში, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის პირველი შეკრება ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  სტუდენტური კლუბის შეხვედრები სხვადასხვა თემაზე, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს დაეთმობა და ყოველკვირეულად ჩატარდება. ამჯერად, კლუბის სტუმარი იქნება პროფ. ფრენკ შერბაუმი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ლარინგოფონით შესრულებული ქართული ტრადიციული სიმღერის, ლოცვისა და გლოვის აუდიო, ვიდეოჩანაწერების ხანგრძლივი შენახვის ინტერნეტარქივი, განსაკუთრებული მახვილით სვანეთზე“.
თემის თანაავტორები არიან მკვლევრები, ნანა მჟავანაძე და ელგუჯა დადუნაშვილი.
მოხსენება მან რამდენიმე დღით ადრე, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წაიკითხა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
დასწრება თავისუფალია.

მის: სანდრო ეულის ქ.3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები