ახმეტაში ხევისჭალის გურჯისგორის „დამწვარ კოშკს“  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალის განვითარებული შუა საუკუნეების გურჯისგორის „დამწვარ კოშკს“  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.
კოშკი ზურგიანია (5,2×5,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდანაც და გარედანაც შებათქაშებული ყოფილა. სამსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულიდან, აღმოსავლეთ კედელშია. კარი თაღოვან ნაოთხალიანია. სარკმლები მეორე სართულზე ერთია, მესამეზე სამი, ისინი გარეთკენ შევიწროვებულია და ამავე დროს საისრეებადაც გამოყენებული. თითოეულ სართულზე სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. შემორჩენილია ფოსოები. ზემოთ კოშკს ქვისავე გადახურვა ჰქონია. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი ფენით. კედლები სიმაღლეზე გარღვეულია.
კოშკი ზურგიანი კოშკების ნიმუშია, რომელთაც სათავდაცვო-სასიგნალო დანიშნულება ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები