ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ზოლის “უკანონო კვეთისთვის” ჯარიმები გაიზრდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ “სამთავრობო სხდომაზე” დამტკიცდა კანონი, რომელიც “საზღვრის უკანონოდ კვეთის” ჯარიმების ზრდას განსაზღვრავს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო აღმასრულებელი ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს. “კანონპროექტის მიზანია – კანონდარღვევების რაოდენობის შემცირება ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის ხარჯზე. გაზრდილმა ჯარიმებმა უნდა აამაღლონ პასუხისმგებლობა რეჟიმის უგულებელყოფისთვის, რომელიც სახელმწიფო საზღვარზეა”, – განაცხადა დეფაქტო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ალიხანტიმ.