„ქართული ხალხური თამაშობები“ – სოფო ჯაფარიძესთან შეხვედრა გაიმართება

 6 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი მართავს საღამოს – „ქართული ხალხური თამაშობები“.
საღამო თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ცენტრი შეხვედრების ციკლის –  „ფოლკ(ო)ლორის” ფარგლებში ტარდება და  სტუმარი იქნება ფოლკლორისტი სოფო ჯაფარიძე.
ხალხური სიბრძნე – სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება სიტყვა ფოლკლორი, რომელიც ზეპირად გავრცელებულ ხალხურ შემოქმედებას აღნიშნავს.
ფოლკლორი ძალიან ბევრ ჟანრს მოიცავს – ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები, ზღაპრები და ლექსები, სიმღერები და ცეკვები, ხუმრობები, მითები, თამაშობები…
„თითოეული ერის ფოლკლორის მრავალფეროვნება მის ხასიათს, ჩვევებს და ტრადიციებს გამოხატავს. რა არის ფოლკლორის საფუძველი, როგორ ვითარდებოდა იგი საუკუნეების მანძილზე, რა აქვთ საერთო და რა განხვავებებია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორს შორის, მსოფლიო და ქართული ფოლკლორის ნიმუშები – ეს მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რაზეც შეხვედრებზე ისაუბრებენ მოწვეული სპეციალისტები, ქართველი ფოლკლორისტები“, – აღნიშნავენ თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, საგანმანათლებლო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები