ჩილეში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ჩილეს ჩრდილოეთით წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეპიცენტრი 95 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მონაცემები დაზარალებულებსა და ნგრევაზე, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო 24 Horas იტყობინება, სტიქიის გამო, ხალხმა ირიკის სანაპირო დატოვა, მაგრამ პირველადი ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება არ ფიქსირდება.