კიევში პოროშენკო და მერკელი ერთმანეთს ხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შორის კიევში მარიინის სასახლეში შეხვედრა დაიწყო.
მერკელი კიევში ერთდღიანი ვიზიტით არის ჩასული. შეხვედრის ძირითადი თემა ორმხრივ ურთიერთობებსა და დონბასში ვითარების დარეგულირებას ეხება.
ვიზიტის დროს მერკელი უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანსაც შეხვდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ მერკელი რადას წარმომადგენლებსა და სტუდენტებსაც შეხვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები