მესტიაში, ლაღამის ეკლესიის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაღამის ეკლესიის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა მინაშენის არსებული სახურავი და კედლის საპირე წყობა; მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი; აღდგა საპირე კედლის წყობა; მოეწყო გადახურვის ხის კონსტრუქციები.
“პროფნასტილით” მოეწყო ბურული; მოიხსნა და აღდგა გალავნის საპირე ქვის წყობა; კირ-ხსნარით შეილესა გალავნის კედლი; საძირკველში გაკეთდა რკინა-ბეტონის ბალიშები; დაიშალა და შემდგომ ხელახლა აეწყო საყრდენი კედელი.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რესტავრაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.