თელავში სახალხო დღესასწაული –  „ერეკლეობა – 2018“ გაიმართება

7 ნოემბერს სახალხო დღესასწაული –  „ერეკლეობა – 2018“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიადან აცნობეს, ღირსეული მეფის – ერეკლე II-ის 298-ე იუბილე საზეიმოდ აღინიშნება.

ღონისძიებათა ჩამონათვალი:
9:00 – მეფის სულის მოსახსენებელი წირვა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში;
9:00 – მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი – ერეკლე მეფის საფლავზე მცხეთაში;
11:00 – მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკადემიური კონცერტი ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ანსამბლ „პატარა კახის“ მონაწილეობით) – სასახლის აივანზე;
12:00 – ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა – სასახლის აივანზე;
12:30 – მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა – სამეფო პორტრეტები სერიიდან „ბაგრატიონები“- ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
13:00 – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
14:00 – ფოლკლორული კონცერტი – ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში;
17:00 – 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დასახელება და გალა კონცერტი ერეკლე მეორის მოედანზე (თეატრის წინ) ;
18:30 საათი – საზეიმო ფოიერვერკი.

 „ერეკლეობა 2018“-ის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი – „თანატოლები თანასწორობისთვის“.

ღონისძიებათა ჩამონათვალი:
12:00 – 17:00 – ახალგაზრდული ფოტოპროექტის გამოფენა – ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
12:00-13:00 – საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე (სპიკერები – გიორგი კეკელიძე, დავით გორგილაძე და თამარ გურჩიანი) – ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
13:00:14:00 – მოსწავლეთა საჯარო სიტყვის კონკურსი თემაზე „თანასწორობა“- ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
14:00-15:00 – შეჯიბრი ფრენბურთში გოგონების და ბიჭების მონაწილეობით – პირველი სკოლის სპორტულ მოედანზე;
15:00-16:00 – კულინარიული შეჯიბრი მამაკაცების მონაწილეობით – ისტორიული მუზეუმის ტერასაზე.

ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები