ხონში, სოფელ მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

განხორციელდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიშალა დასავლეთისა და სამხრეთის ტაძარში შესასვლელი კიბეები, სახურავის ხის კონსტრუქციები, ძველი სახურავის ბურვილი და სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები. მოეწყო სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი ბაქანი და კიბეები. ასევე მოეწყო ხაოიანი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით, ხის კონსტრუქციები სახურავზე,სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები და ხარაჩოები ფასადებსა და ინტერიერში. გაილესა კამარა კირით და გაიწმინდა ეკლესია სამშენებლო ნარჩენებისგან.
შემსრულებელი: შპს „კირთხურო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები