გია ვოლსკი: ფქტია, ის რაც გააკეთა „ნაცმოძრაობამ“ განხორციელდა და გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც არ წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ რეზოლუციას თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სწორედაც მიუთითებს იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კასეტური ჭურვებით დაბომბვის შემდეგ განხორციელდა და მოხდა ეს ფართო საომარი მოქმედებები.
ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც დათო ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველმა და ახალმა დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტობის კანდიდატს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საერთაშორისო დოკუმენტში არ არის ჩამოყალიბებული.
რუსეთი რას გამოიყენებს ეს რუსეთის საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ის რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განხორციელდა და გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით,“-აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები