მამუკა სალუქვაძე: საკრებულო თბილისის გენგეგმას, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში დაამტკიცებს

რამდენადაც ვიცით, თბილისის გენგეგმა ნოემბრის დასაწყისში დამტკიცდება, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
„საბოლოო ეტაპზეა საკრებულოში გასული. განხილვებიც შედგა. შენიშვნებიც იქნა მიღებული. ვისხედით უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით მერიასთან ერთად. იცით, მერიამ მიიღო უკვე ეს დოკუმენტი. საბოლოოდ, ალბათ, უკვე ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდება დოკუმენტის დამტკიცების შესახებ. მნიშვნელოვან შენიშვნებზე არ იყო ლაპარაკი, ზონირების გარკვეულ საკითხებზე იყო და აქტთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებაზე ფორმულირება მოხდა. ოპოზიციას ჩვენთან შენიშვნები არ დაუფიქსირებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იყოს დამტკიცებული და ვფიქრობ, დამტკიცდება. პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ დამტკიცებამდეც ბევრი ღონისძიების დაანონსება მოხდა, რაც გენგეგმის გამარჯვებაა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები