გურულ ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისათვის სწავლება გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილში გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებისა და აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. აღინიშნა, რომ ფერმერებისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია თხილის მავნებლებისგან დაცვის და შემდგომში ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის. ღონისძიებები გულისხმობს როგორც მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო წამლობებს, ასევე სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს.
შეხვედრები მეთხილე ფერმერებთან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები